ერდოღანი: „ჩვენ თქვენს წმინდანებზე თავდასხმას არ ვაპირებთ“

ერდოღანი: "ჩვენ კარგად ვიცით თუ თქვენ რაოდენ არარაობები ხართ"

966383
ერდოღანი: „ჩვენ თქვენს წმინდანებზე თავდასხმას არ ვაპირებთ“

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი  დღეს სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) საპარლამეტო ჯგუფის შეკრებაზე  სიტყვით გამოვიდა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ,  ნიკოლა სარკოზის და 300 ფრანგი მწერლის  და პოლიტიკოსის შემოთავაზება იმის თაობაზე, რომ თითქოს და წმ. ყურანის აიეთები  „ძალადობას და ანტისემიტიზმ“-ს  მოიცავს, ამიტომ   მათი ამოღებაა აუცილებელი,  მკაცრად გააკრიტიკა. „საფრანგეთში ზოგიერთ თავხედს წმ. ყურანისგან ზოგიერთი აიეთების ამოღების წინადადება დაუყენებია. მე მათ ვეკითხები,  ნეტავი თქვენს ცხოვრებაში საერთოდ ბიბლია, თორა ან კიდევ  ფსალმუნები გაქვთ წაკითხული? მათ რომ წაკითხული ჰქონდეთ ეს წიგნები, ალბათ მათ აკრძალვასაც მოითხოვდნენ. ჰეი, დასავლეთო, თქვენ ჩვენ წმინდა წიგნ  ყურანს რამდენიც  არ უნდა დაესხათ თავს, ჩვენ თქვენს მიმართ ანალოგიურის ჩადენას არ ვაპირებთ. თქვენ ვინა ხართ რომ  ჩვენს წმინდანებს ესხმით თავს. ჩვენ კარგად ვიცით თუ თქვენ რაოდენ არარაობები ხართ“, განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები