გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ორ დღიანი ვიზიტით თურქეთს ეწვევა

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი, მიშელ როტი, ორ დღიანი ვიზიტით თურქეთს ეწვევა

965705
გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ორ დღიანი ვიზიტით თურქეთს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საკითხებზე პასუხისმგებელი სახელმწიფო მინისტრი მიშელ როტი ორ დღიანი ვიზიტით თურქეთს ეწვევა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადების თანახმად, ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში როტი ევროინტეგრაციის მინისტრს და მოლაპარაკეების მთავარ მწარმოებელს ომერ ჩელიქს, ოპოზიციიდან პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს წამომადგენლებს შეხვდება.

როტმა ვიზიტამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „ყველა სირთულის მიუხედავად, გერმანია და თურქეთი მნიშვნელოვან საკითხებში ვალდებულები არიან მჭიდრო თანამშრომლობა დაამყარონ. თურქეთში ჩვენს კოლეგებთან უფრო ინტენსიური დიალოგის წარმოება ისე საჭიროა, როგორც არასდროს.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, როტი მონაწილეობას მიიღებს სტამბოლის უნივერსიტეტში გასამართ განხილვებში.

დედაქალაქ ანკარაში კი პოლიტიკურ შეხვედრებთან ერთად მოინახულებს ევროკავშირის დაფინანსებით სირიელი დევნილებისათვის გახსნილ სამედიცინო ცენტრს.

 

 


საკვანძო სიტყვები: #გერმანია , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები