ერდოღანმა საარჩევნო მანიფესტი გამოაქვეყნა

თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 24 ივნისს გაიმართება

965061
ერდოღანმა საარჩევნო მანიფესტი გამოაქვეყნა

თურქეთის პრეზიდენტმა და სამართლიანობის და განვითარების პარტიის გენერალურმა თავჯდომარემ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, სტამბოლში პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საარჩევნო მანიფესტი გამოაქვეყნა.

ერდოღანი:

„უახლოეს პერიოდში სათნოება, ნება და გამბედაობა ანუ,  თურქეთი გაიმარჯვებს. ვფიცავ რომ; ახალი მმართველობის პერიოდში,  თურქეთი თანამედროვე ცივილიზაციის დონეს მიაღწევს. საპროცენტო განაკვეთები, ინფლაცია და  ანგარიშის დეფიციტი დაეცემა“.

ერდოღანი:

„ამ პერიოდში თურქეთი რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა, ხოლო ახალი მმართველობის პერიოდში მსოფლიოში მნიშვნელოვან ძალად გადაიქცევა“.

ერდოღანი:

„ახალი სისტემით,  სამთავრობო ძალაუფლებების გადანაწილება  დასრულდება.  სასამართლო დამოკიდებელი და მიუკერძოებელი იქნება. დემოკრატია,  ახალი სისტემით უფრო გახანგრძლივდება. უფრო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების საშუალება გვექნება. ასევე ეკონომიკის სფეროშიც სწრაფი ზრდა მოხდება“.

ერდოღანი:

„საპრეზიდენტო მმართველობის სისტემით,  ეროვნული შემოსავალი გაიზრდება. შემოსავლის ჯგუფებს შორის უფსკრული  სწრაფად დაიხურება“.

 ერდოღანი:

„ყველას საკუთრების დაცვა და ვაჭრობის თავისუფლება კანონის უზენაესობით იქნება დაცული“.

ერდოღანი:

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრინციპები კვლავ „დამოუკიდებლობა“, „ეროვნული ინტერესები“, „ეროვნული უსაფრთხოება“ და „კეთილსინდისიერი პოზიცია“ იქნება. ჩვენ ვინმეს ბატონობას არ შევეგუებით და არც ვინმეს მიმართ ბატონობით ვიქნებით დაკავებული“.

ერდოღანი:

„გლობალურ ძალად გადაქცევისათვის,  გავაგრძელებთ საკუთარი იარაღის წარმოებას. მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების და უპილოტო შეიარაღებული აპარატების წარმოებასაც. ჩვენი მიზანი ასევე იქნება, როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სფეროში ეროვნული წარმოების იარაღი ვაწარმოოთ“.  

ერდოღანი:

„აინელარაბში, ჰასეკეში, სინჯარში კანდილში და ყველგან სანამ ბოლო ტერორისტიც არ იქნება ლიკვიდირებული, ანტიტერორისტული ოპერაციები გაგრძელდება“.



მსგავსი ინფორმაციები