ერდოღანი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

956312
ერდოღანი საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი,  სტამბოლში,  საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭო გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ვინც დღემდე თურქეთში ინვესტიციები ჩადო, ყველა მომგებიანი დარჩა. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების მსურველებისადმი მხარდაჭერას სამომავლოდაც გააგრძელებენ. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ეროვნული წარმოების ავტომობილის პროგრამაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ერთობლივი კომპანიის შექმნით აღნიშნული პროექტის დროულად განხორციელებისათვის მუშაობენ. თურქეთის პრეზიდენტმა ბოლოს,  ვადამდელი არჩევნების დანიშნვნაც შეაფასა და თქვა: „არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული მთავრობის მხრიდან პრობლემების უფრო სწრაფად და ეფექტურად მოგვარების თვალსაზრისით ეჭვი არვის  შეეპაროს“.  



მსგავსი ინფორმაციები