თურქეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

თურქეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

954236
თურქეთში ვადამდელი არჩევნები დაინიშნა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა  საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადამდელი არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 24 ივნისი დაასახელა. ერდოღანმა ვადამდელი არჩევნების დასახელებამდე ოპოზიციური პარტიიდან „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიის“ ლიდერს დევლეთ ბაჰჩელის შეხვდა. „თურქეთი16 აპრილის ჩატარებული რეფერენდუმის მიუხედავად, წინა სისტემით იმართება რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.  ჩვენი სურვილი იყო, რომ არჩევნები დათქმულ დროს  ჩაგვეტარებინა, მაგრამ სირიაში და ერაყში  განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე  მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური გაურკვევლობიდან გამოსვლის მიზნით ვადამდელ არჩევნებზე წავსულიყავით“, განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები