ნატოს გენერალური მდივანი თურქეთშია

ნატოს გენერალური მდივანი თურქეთშია

952260
ნატოს გენერალური მდივანი თურქეთშია

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი  ოფიციალური ვიზიტით, ანკარას ეწვია. სტოლტენბერგს,  ანკარაში ოფიციალური დახვედრა თავდაცვის მინისტრმა ნურეთთინ ჯანიკლიმ მოუწყო. შემდეგ მათ შორის  ორმხრივი და დელეგაციებს შორის შეხვედრები გაიმართა. ჯანიქლიმ პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე,  ნატოს გენერალურ მდივანს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთისადმი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.  ნურეთთინ ჯანიკლისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანი საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.  სტოლტენბერგი ანკარაში ვიზიტის ფარგლებში თურქეთის გენშტაბის უფროს, ჰულუსი აქარს და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც  შეხვდება. ნატოს გენერალური მდივნის ანკარაში ვიზიტის ფარგლებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თურქეთის შეიარაღებული ძალების სირიის აფრინის რეგიონში ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG და  DEAŞ-ის  წინააღმდეგ განხორციელებულ ოპერაციის, თურქეთ-ნატოს ურთიერთობის  და მიმდინარე წელს ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტისათვის მზადების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრების დროს ასევე აშშ-ს, საფრანგეთის და ინგლისი მიერ სირიაში ასადის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული საჰაერო თავდასხმაც იქნება განხილული.



მსგავსი ინფორმაციები