ერდოღანი უსკუდარში AKP-ს კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

ერდოღანი უსკუდარში AKP-ს კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

952115
ერდოღანი უსკუდარში AKP-ს კონგრესზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ,  სტამბოლში უსკუდარის რაიონში,  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP)  კონგრესებზე სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას სირიის საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ სირიის ხალხისთვის კარგ მომავალს მხოლოდ თურქეთი შეეცდება. მან სიტყვით გამოსვლისას,  თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე წლის 20 იანვარს დაწყებული „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციასაც შეეხო და დასძინა, რომ ოპერაციის  დაწყებიდან დღემდე 4163 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული. ერდოღანმა კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას იმასაც გაუსვა ხაზი, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები როგორც ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს ასევე PKK-ს წინააღმდეგაც აგრძელებენ. პრეზიდენტმა, ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ სირიაში,  თურქეთის გარეშე ერთი ნაბიჯის გადადგმაც შეუძლებელია.



მსგავსი ინფორმაციები