ბინალი ილდირიმი ავღანეთს ეწვია

ბინალი ილდირიმი ავღანეთს ეწვია

946836
ბინალი ილდირიმი ავღანეთს ეწვია

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი მონღოლეთის ვიზიტის შემდეგ ავღანეთში ჩავიდა. ილდირიმი ამ ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტ, აბდულლაჰ აბდულლასთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენციის დროს ილდირიმმა განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობის მხრიდან ტერორიზმის ფუნდამენტურად აღმოფხვრის პროგრამას მიესალმება. მისივე თქმით ეს თალიბანებისათვისაც მნიშვნელოვანი ხელსაყრელი მომენტია. „დროა მხარეებმა შეთანხმდნენ და წარსული დაივიწყონ. ქვეყნის აღმშენებლობის დრო მოვიდა“, განაცხადა ილდირიმმა. პრემიერმა,  ავღანეთ-პაკისტანის ურთიერთობებზეც გაამახვილა ყურადღება და დაამატა, რომ პრობლემების მოგვარება მოლაპარაკებების მეშვეობით შესაძლებელია. ბინალი ილდირიმმა 2016 წლის 15 ივლისს ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია,  FETÖ-ს მხრიდან თურქეთში განხორციელებულ გადატრიალების მცდელობის დროს,  ავღანეთის პოზიციასაც შეეხო და დასძინა, რომ მათ ნამდვილი მეგობრის პოზიცია დაიჭირეს. თურქეთის პრემიერი ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის  პრეზიდენტ,  ეშრეფ განისაც შეხვდა.  შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონალური საკითხები და ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია  FETÖ-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები იქნა განხილული. იგი,   ავღანეთში ვიზიტის ფარგლებში შესაძლოა, თურქეთის საკოორდინაციო სააგენტო TİKA-ს მიერ აშენებულ,  შეჰიდ ბულენთ აიდინის სახელობის მეჩეთის გახსნის ცერემონიალსაც დაესწროს.



მსგავსი ინფორმაციები