ილდირიმმა აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

ილდირიმმა აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

939940
ილდირიმმა აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ორდღიანი ბოსნია-ჰერცოგოვინას ვიზიტის წინ აეროპორტში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და დღის წესრიგთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ სირიაში ჩამოყალიბებული სირიის მომავლის პარტიით მათ მოტყუებას ვერ მოახერხებენ. პრემიერმა სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია,  PKK-ს სირიის განშტოება, PYD/YPG-ს წინამძღოლობით ჩამოყალიბებულ ახალ სირიის მომავლის პარტიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:  „ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ესენი სახელს და ადგილმდებარეობას იცვლიან. სირიაში სხვა სახელით, ერაყში კიდევ სხვა სახელით ჩნდებიან. მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით გაიგებთ თუ ვინ არიან ისინი. ჩვენ კარგად ვიცნობთ მათ, რა ფორმაშიც არ უნდა შევიდნენ. მათ შიძლება ზოგიერთი მეგობრები გარკვეული პერიოდით მოატყუონ მაგრამ, თურქეთის მოტყუებას ვერ შესძლებენ.“



მსგავსი ინფორმაციები