აფრინში შეჰიდი გახდა 2 ჯარისკაცი

ბოლო 1 კვირაში ლიკვიდირებულ იქნა 52 სეპარატისტი

938241
აფრინში შეჰიდი გახდა 2 ჯარისკაცი

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბიდან გავრცელებული განცხადებით, გუშინ, სირიის აფრინის რეგიონში მიმდინარე განაღმვითი სამუშაოების დროს ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა, რასაც 2 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა და ამის გამო მიუსამძიმრებენ თურქ ხალხს და დაღუპულთა ოჯახებს.

ამავე განცხადებით ანტიტერორისტული ოპერაციები გრძელდება თვით თურქეთის შიგნითაც და გუშინ, ჰათაის რეგიონში ლიკვიდირებულ იქნა 11 ტერორისტი.

“22 მარტს თურქულმა ბომბდამშენებმა მორიგი რეიდები განახორციელეს ჩრდილოეთ ერაყის მაღალმთიანი კანდილის რეგიონში და გაანეიტრალეს 41 პკკ-ას წევრი“, ხაზგასმულია გენშტაბის განცხადებაში  



მსგავსი ინფორმაციები