ქალინმა გაზეთ Daily Sabah-ისთვის დაწერილ სტატიაში აფრინის ოპერაცია შეაფასა

ქალინმა გაზეთ Daily Sabah-ისთვის დაწერილ სტატიაში აფრინის ოპერაცია შეაფასა

936733
ქალინმა გაზეთ Daily Sabah-ისთვის დაწერილ სტატიაში აფრინის ოპერაცია შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა გაზეთ,  „Daily Sabah“-ისთვის დაწერილ სტატიაში,  თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებული „ზეთისხილის რტო“-ს  ოპერაცია შეაფასა და განაცხადა, რომ ოპერაცია მშვიდობის გამარჯვება და ტერორის დამარცხებაა. „რეგიონის ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-ს წევრებისგან გათავისუფლება,  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში და სირიის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად  მნიშვნელოვანი წარმატება გახლდათ. მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთები თურქეთის წარმატების მაგივრად,  PKK-ს მარცხისაგან არიან შეწუხებულნი. ეს კი ზოგიერთი დასავლეთის გარემოებების  აზროვნების  პრობლემებზე მიუთითებს“, აცხადებს ქალინი თავის სტატიაში. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ასევე ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ თურქეთის ტერორიზმის წინააღმდეგ დამოკიდებულება რაოდენ მტკიცეა. მისივე თქმით აღნიშნული ტერ ორგანიზაციები  DEAŞ-ის მსგავსი და სახიფათონი არიან. ქალინმა ისიც აღნიშნა, რომ თურქეთის DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც მუსლიმანების და არაბების წინააღმდეგ არ არის მიმართული,  ასევე PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლაც ქურთების წინააღმდეგ არ არის მიმართული. იგი გაზეთ Daily Sabah-სთვის დაწერილ სტატიაში ასევე აღნიშნავს, რომ რეგიონი ტერორისტებისგან გაწმენდილ იქნა რა, ადგილობრივმა სამოქალაქოებმა უკან დაბრუნება უკვე დაიწყეს.



მსგავსი ინფორმაციები