ბოზდაღი: „აფრინი აფრინელებისაა და ასე დარჩება სამომავლოდაც“

ბოზდაღი: „აფრინი აფრინელებისაა და ასე დარჩება სამომავლოდაც“

936779
ბოზდაღი: „აფრინი აფრინელებისაა და ასე დარჩება სამომავლოდაც“

თურქეთის ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა,  იოზგათში ერთ-ერთ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აფრინი, აფრინელებს ეკუთვნის და ასე იქნება სამომავლოდაც. „ჩვენ „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციით აფრინის რეგიონი მხოლოდ PKK/KCK/PYD-YPG-ს და DEAŞ-ის ტერორისტებისგან არ გაგვითავისუფლებია, არამედ, იქ  ამ ტერ ორგანიზაციების უკან ამოფარებულ ძალებსაც ვებრძოდით. ჩვენ, აფრინში ზემოთხსენებულ ტერ ორგანიზაციების უკან ამოფარებული, თურქეთის მტრებიც დავამარცხეთ. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, აფრინი აფრინელებისაა და ასე დარჩება ყოველთვის“, განაცხადა ბოზდაღმა.



მსგავსი ინფორმაციები