ფოტოები, რომლებიც თშძ-მა გააზიარა

ფოტოები, რომლებიც თურქეთის შეიარარებულმა ძალებმა გააზიარა

933693
ფოტოები, რომლებიც თშძ-მა გააზიარა
Afrin Operasyon Sonrası 2.jpeg
Afrin Operasyon Sonrası 1.jpeg
Raka_Doğu Guta Operasyon Sonrası.jpeg
Musul_Halep Operasyon Sonrası.jpeg

თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა Twitter-ით თურქულ და ინგლისურ ენებზე გავრცელებული გზავნილით, აფრინში მიმდინარე ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს დროს მშვიდობიანი მოსახლეობისა და ისტორიული ძეგლებისათვის ზიანის მიყენების თაობაზე ბრალდებებს უპასუხა.

თურქეთის შეიარაღებული ძალების Twitter-ის ანგარიშით გაზიარებული იქნა სირიის რეჟიმის, ტერორგანიზაციებისა და ზოგიერთი იმპერიალისტური ძალების მიერ მიწასთან გასწორებული ალეპოს, რაკკასა და აღმოსავლეთ გუტას, ერაყის ქალაქ მოსულის ფოტოები და აფრინის ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ს შემდგომი ფოტოები.

აქვე აღნიშნულია: „მშვიდობიანი/უდანაშაულო ადამიანები, გარემო, ისტორიული ძეგლები და რელიგიურ/კულტურული ნაგებობები თურქეთის შეიარაღებული ძალებისთვის ხელშეუხებელია.“

თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ გაზიარებულ ფოტოებში ნათლად ჩანს აშშ-ს მხარდაჭერით სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ის რაკკაში დეაშ-თან ვითომდა ბრძოლის სახელით ჩადენილი ნგრევა, ბაშარ ასადის რეჟიმის ალეპოსა და აღმოსავლეთ გუტაში სამოქალაქოებზე თავდასხმების შემდეგ ნანგრევებად ქცეული შენობები, ერაყში ქალაქ მოსულის დეაშთან გათავისუფლების პროცესში დანგრეული ქალაქი.

ამის საწინააღმდეგოდ ფოტოებში ჩანს, რომ თურქეთის შეირაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ის წევრების გასანეიტრალებლად, მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ზეწოლისა და ძალადობისგან გასათავისუფლებად 20 იანვარს დაწყებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-ს რეგიონში ქალაქში, სადაც ერთი სამოქალაქოც კი არ დაშავებულა, ნგრევა არ ყოფილა.



მსგავსი ინფორმაციები