გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

“ანკარა და ბაღდადი პკკ-ას წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას დაიწყებენ“

928432
გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

 

გუშინ, თურქეთის მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელზედაც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალი ასპექტი იქნა განხილული. მისი დასრულების კვალდაკვალ პრესისათვის განცხადება გაავრცელა ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრეს სპიკერმა ბექირ ბოზდაღმა და შეეხო რა აფრინის რეგიონში მიმდინარე ზეთისხილის რტოს ოპერაციას, თქვა, რომ 20 იანვრის აქეთ წარმოებულ ამ ოპერაციაში მთლიანობაში 42 თურქი ჯარისკაცი გახდა შეჰიდი, ხოლო 202 კი დაიჭრა.

“ჩვენმა გმირმა მებრძოლებმა, თავისუფალი სირიის არმიის ძალებთან ერთად ქურთი და დეაშელი ტერორისტებისაგან გაათავისუფლეს აფრინის რეგიონის დიდი ნაწილი და ახლა მის ცენტრში შესვლისათვის ემზადებიან. 53 დღე გავიდა ამ ოპერაციის დაწყებიდან და ლიკვიდირებულ იქნა 3381 ტერორისტი. ჩვენი ჯარისკაცები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა რაიმე არ ავნონ მშვიდობიან მოსახლეობას და დღემდე არც ერთი სამოქალაქო პირი არ დაღუპულა“, ხაზგასმით აღნიშნა ბოზდაღმა.

იგი ქალაქ მენბიჩის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ აშშ-თან მიღწეული შეთანხმებით, ქურთებმა უნდა დასტოვონ ეს არაბული ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში იქაც დაიწყებენ ოპერაციას.

“თურქეთთან მოსაზღვრე სირიის ტერიტორიებს გავათავისუფლებთ თუ არა ქურთი ტერორისტებისგან, ჯერი მიდგება ჩრდილოეთ ერაყში თავშეფარებულ სეპარატისტებზე და ბაღდათთან მიღწეული შეთანხმებით, პკკ-ას წინააღმდეგ ერთობლივ ოპერაციას დავიწყებთ“, აღნიშნა ბოზდაღმა



მსგავსი ინფორმაციები