აივალიკთან 32 უცხოელი მიგრანტი დააკავეს

ისინი საბერძნეთში გადასვლას არალეგალური გზებით აპირებდნენ

926717
აივალიკთან 32 უცხოელი მიგრანტი დააკავეს

 

ჩანაქკალეს ოლქის აივალიკის რაიონში, გასაბერი ნავით საბერძნეთის კუნძულ მიდილლიზე (ლესბოსი) გადასვლის მსურველი 32 უცხოელი მოქალაქე დააკავეს.

თურქეთის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, მუსელლიმის ყურესთან პატრულირების დროს, 2 მილის ფარგლებში ადამიანებით სავსე გასაბერი კატარღა შენიშნეს და გააჩერეს.

ამ კატარღაზე სულ 32 ადამიანი დააკავეს და ისინი ავღანეთის, ირანის, სენეგალი და სუდანის მოქალაქეები აღმოჩნდნენ რა, მათ შორის ქალები და ბავშვებიც იყვნენ.

სანაპირო დაცვის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანილ უცხოელ მოქალაქეებს ტანსაცმელი და კვების პროდუქტები გადაეცათ.

შესაბამისი პროცედურების გავლის და ჯანმრთელობის კონტროლის შემდეგ ისინი აივალიკის რეადმისიის ცენტრში გადაიგზავნებიან



მსგავსი ინფორმაციები