ერდოღანი სენეგალში ჩავიდა

ერდოღანს მაკი სალიმ ოფიციალური ცერემონიით დახვდა

921012
ერდოღანი სენეგალში ჩავიდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ  ერდოღანი აფრიკის ტურნეს ფარგლებში სენეგალში ჩავიდა. ერდოღანს თავისი სენეგალელი კოლეგა,  მაკი სალიმ ოფიციალური ცერემონიით დახვდა.  ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერმა პირისპირ და დელეგაციებს შორის შეხვედრის გასამართად პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს. თურქულ დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი, ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი, კულტურისა და ტურიზმის მინისტრი ნუმან ქურთულმუში  და სხვები არიან.



მსგავსი ინფორმაციები