თურქეთმა სალიჰ მუსლიმის გათავისუფლება შეაფასა

თურქეთმა სალიჰ მუსლიმის გათავისუფლება შეაფასა

919403
თურქეთმა  სალიჰ მუსლიმის გათავისუფლება შეაფასა

თურქეთის ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა PYD-YPG-ს ყოფილი ლიდერი,  სალიჰ მუსლიმის,  ჩეხეთის სასამართლოს მიერ გათავისუფლება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი ეს ქმედება, საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. „ეს გადაწყვეტილება, თურქეთ-ჩეხეთის ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. მთელმა მსოფლიომ და ჩეხეთმაც კარგად იციან, რომ PYD და PKK,  DEAŞ-ის მსგავსი  ტერ ორგანიზაციებია.  ამიტომ, აღნიშნული გადაწყვეტილება ტერორის მხარდაჭერაა,“ აღნიშნა ბოზდაღმა. მისივე თქმით ჩეხეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას არანაირი გასასამართლებელი საბუთი არ გააჩნია და თურქეთის მიმართ განხორციელებული ტერორისტული ქმედებების მხარდაჭერაა. მეორეს მხრივ ეს საკითხი ვიცეპრემიერ, ჰაქან ჩავუშოღლუმაც შეაფასა ეს  და გადაწყვეტილებას არასამართლიანი უწოდა. მისივე თქმით, იგი ფიქრობს, რომ ჩეხეთის სასამართლომ თურქეთის მიერ გაგზავნილი დოკუმენტები საერთოდ არ განიხილა და  გადაწყვეტილება ისე მიიღო. მუსლიმის გათავისუფლებასთან დაკავშრებით იუსტიციის მინისტრმა, აბდულჰამიდ გულმაც გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „სალიჰ მუსლიმთან დაკავშირებით პატიმრობის გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო მაგრამ, პოლიტიკური მოტივების  გამო მისი დაკავება არ მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეუსაბამო, არასამართლიანი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში მიუღებელია.“



მსგავსი ინფორმაციები