პრემიერმა ილდირიმმა განცხადება გაავრცელა

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობენ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის ოკუპაციას, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტი გრძელდება

918357
პრემიერმა ილდირიმმა განცხადება გაავრცელა

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ მკაცრად გმობენ აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლოებით 20%-ის ოკუპაციას, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტი გრძელდება.

პრემიერმინისტრმა ბინალი ილდრიმმა ხოჯალის მოსახლეობის მასიური ხოცვა-ჟლეტის 26-ე წლისთავზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 1992 წლის 26 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებმა ამჟამად ამ ქვეყნის ოკუპაციის ქვეშ მყოფ აზერბაიჯანის მთიანი ყარაბახის რეგიონში მდებარე დაბა ხოჯალიზე თავდასხმის შედეგად 613 მშვიდობიანი აზერბაიჯანელი მოქალაქე ამოხოცეს, რომელთაგანაც 106 ქალი, 63 ბავშვი, 70 კი ხანდაზმული იყოს, 1275 ადამიანი კი ტყვედ აიყვანეს.

ილდირიმის თქმით, მომხდარიდან 26 წელი გავიდა, თუმცა 150 ადამიანის ბედი ისევ უცნობია, დამნაშავეები ისევ არ გასამართლებულან და დაამატა: „სომხეთის რეპუბლიკის აგრესიის და აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაციის გამო ერთ მილიონზე მეტი ჩვენი აზერბაიჯანელი ძმა დევნილობაში ცხოვრობს. თურქეთის რესპუბლიკა უმკაცრესად გმობს იმ სისასტიკეს, რომლის წინაშეც ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები აღმოჩნდნენ ხოჯალიში და აზერბაიჯანის ტერიტორიის დაახლეობით 20%-ის ოკუპაციას, რომელიც მეოთხედ საუკუნეზე მეტია გრძელდება. აღნიშნულ თავდასხმაში დამნაშავეების გასამართლება სამართლის აღსრულების კუთხით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. ამ დღესთან დაკავშირებით დაღუპული ჩვენ აზერბაიჯანელი ძმების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს ვუცხადებთ.“    



მსგავსი ინფორმაციები