ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

918395
ერდოღან-მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თავის ფრანგ კოლეგა,  ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. პრეზიდენტის პრესცენტრისგან გავრცელებული  ინფორმაციით,  ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს, სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. ერდოღანმა მაკრონთან საუბრის დროს თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში ჩატარებული „ზეთისხილის რტო“-ს ოპერაციის შესახებ ესაუბრა და  განაცხადა, რომ რეგიონის ტერორისტებიდან გაწმენდის შემდეგ სირიელი მიგრანტები, რომლებიც თურქეთს აფარებენ თავს, უკან დაბრუნებას დაიწყებენ. ერდოღანმა ასევე დასძინა, რომ ოპერაციის ფარგლებში მშვიდობიანმა  მოქალაქეებმა ზარალი რომ არ ნახონ ამისათვის ყველა ზომებს იღებენ. მან, გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ სირიის აღმოსავლეთ, გუტას ჩათვლით ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციის მიღებასაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ მისი რეალურ ცხოვრებაში განხორციელებაა საჭირო.  ერდოღან-მაკრონის სატელეფონო საუბრის დროს, კვიპროსის საკითხიც იქნა განხილული რა დროსაც თურქმა პრეზიდენტმა თავის ფრანგ კოლეგას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ კუნძულზე თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა და ნახშირწყალბადების რესურსების საკითხი, თურქეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისათვის მნიშვნელოვანი საკითხებია. ორი ქვეყნის ლიდერი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.



მსგავსი ინფორმაციები