გენშტაბმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

აფრინში ლიკვიდირებულია 1141 ტერორისტი

907589
გენშტაბმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა

 

თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის ცნობით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე აფრინის რეგიონში წარმოებული ოპერაცია "ზეთისხილის რტო", რომელიც მიმართულია  ტერ ორგანიზაციების, PKK/ KCK/ PYD-YPG-ს და DEAŞ-ის წევრების გასანეიტრალებლად და ასევე მეგობარი და მოძმე რეგიონის ხალხის მათი ზეწოლისგან და ძალადობისგან გასათავისუფლებლად, გრძელდება და მის ფარგლებში ლიკვიდირებულ ტერორისტთა რაოდენობამ უკვე 1141 კაცს მიაღწია, მიწასთან გასწორდა ტერორისტების კუთვნილი 36 სამიზნე, ხოლო ამის პარალელურად ქურთი ტერორისტების კონტროლ ქვეშ მყოფი კიდევ 5 დასახლება იქნა განთავისუფლებული. ამავე ცნობით ერთ ერთი ოპერაციის დროს შეჰიდი გახდა ერთი ჯარისკაცი. “ამის პარალელურად, გენერალური შტაბის უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი და ძალების მეთაურები  ოპერაციის ზონაში იმყოფებოდნენ და ეს ზონა მათ ამჯერად  თვითმფრინავიდან დაათვალიერეს რა, შემდეგ ამ რეგიონში მომსახურე თურქ ჯარისკაცებსაც შეხვდნენ“ აღნიშნულია თურქეთის გენშტაბის პრეს სამსახურის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები