თურქეთი-რუსეთი და ირანი მორიგ სამმხრივ სამიტს სტამბოლში გამართავენ

ერდოღან-პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

906195
თურქეთი-რუსეთი და ირანი მორიგ სამმხრივ სამიტს სტამბოლში გამართავენ

თურქეთის-რუსეთის და ირანის მორიგ სამმხრივ სამიტი  სტამბოლში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება პრეზიდენტ, ერდოღანსა და თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს იქნა მიღებული. სატელეფონო საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა აფრინს და იდლიბის ჩათვლით სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენებიც განიხილეს. ერდოღანი და პუტინი რეგიონში დაძაბულობის  შემცირების ზონის   სადამკვირვებლო პოსტების შექმნის საკითხზეც შეთანხმდნენ. მათ ასევე ასტანის პროცესზეც გაამახვილეს ყურადღება. სატელეფონო საუბრის დროს, თურქეთის-რუსეთის და ირანის მორიგ სამმხრივ სამიტის სტამბოლში ჩატარების გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. სირიაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად აღნიშნულ ქვეყნებს შორის პირველი სამმხრივი სამიტი, 2017 წლის 22 ნოემბერს რუსეთის ქალაქ, სოჭში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები