ჩავუშოღლუ: „აშშ-მ თურქეთის მოკავშირეობა უნდა დაამტკიცოს“

ჩავუშოღლუ: „აშშ-მ თურქეთის მოკავშირეობა უნდა დაამტკიცოს“

905607
ჩავუშოღლუ: „აშშ-მ თურქეთის მოკავშირეობა უნდა დაამტკიცოს“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ აშშ ვალდებულია თურქეთის მოკავშირეობა რეალურად დაამტკიცოს. მან ამის შესახებ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. ჩავუშოღლუმ თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში, PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ის ტერორისტების წინააღმდეგ დაწყებული „ზეთისხილის ტრო“-ს ოპერაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განაცხადა, რომ  მათი,  აშშ-სგან მოლოდინი, PKK/KCK/PYD-YPG-სათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტაა. „ჩვენი მოკავშირეობა მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა დარჩეს, ქმედებაშიც უნდა გადავიდეს. სირიის მუმბიჯის რეგიონშიც PKK/KCK/PYD-YPG-ს ტერორისტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მ ჩვენ სიტყვა მოგვცა,  აღნიშნული რეგიონი უნდა დაეტოვებინათ მათ, ეს ჯერ არ განხორციელებულა. ტერორისტები იქიდან რაკას მიმართულებითაც ახორციელებენ თავდასხმებს. ერთი რომელიმე ქვეყანა ტერორისტების მხარდამჭერად არ უნდა მოიხსენიებოდეს. იმ შემთხვევაში თუ აშშ ამ საფრთხეს არ აღმოფხვრის, თვით თურქეთი მოაგვარებს. თურქეთის ოპერაციები ქურთების წინააღმდეგ არაა მიმართული, არამედ ჩვენი  მიზანი აფრინის რეგიონის ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-ს ძალადობისგან დავიხსნათ და ადგილობრივებისათვის მშვიდობა დავამყაროთ.  350 ათასი სირიელი ქურთი, თურქეთში ცხოვრობს. ტერ ორგანიზაცია PKK/KCK/PYD-YPG-ს ტერორისტები მათ თავიანთ მიწა-წყალზე დაბრუნების საშუალებას არ აძლევენ. სირიელი ქურთები ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ არიან. სად არიან ადამიანის უფლებების დამცველები? ტერ ორგანიზაციის წევრების გარდა სხვა ქურთები არ არიან? რატომაა, რომ მათ უფლებებს არავინ იკითხავს?“ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.  



მსგავსი ინფორმაციები