პრეზიდენტი ერდოღანი ვატიკანში გაემგზავრა
პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ვატიკანში ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადამიანურ ფასეულობებზე ყურადღების მიპყრობისათვის
პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ვატიკანში ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ადამიანურ ფასეულობებზე ყურადღების მიპყრობისათვის.
პრეზიდენტმა ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში გამგზავრებამდე ათათურქის აეროპორტში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა:"ეს ვიზიტი საერთო ადამიანურ ფასეულობებზე ყურადღების გასამახვილებლად, მეგობრობისა და მშვიდობის გასავრცელებლად მნიშვნელოვან შესაებლობად მიმაჩნია... შეხვედრებზე პალესტინის, იერუსალიმის, სირიის, ერაყის, ტერორიზმთან ბრძოლის, მიგრანტების პრობლემების, ჰუმანიტარული დახმარების საკითხებს განვიხილავთ. ასევე ვისაუბრებთ დასავლურ სამყაროში ანტიისლამური განწყობის გაზრდასთან და კულტურულ რასიზმთან ბრძოლაზე."
პრეზიდენტი თურქეთ-იტალიის ურთიერთობებსაც შეეხო და დასძინა: “სავაჭრო მოცულობამ გასულ წელში 20 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა ორივე ქვეყნის პოტენციალი ამაზე ბევრად მეტია. 2020 წლისათვის 30 მილიარდ დოლარამდე გაზრდას ვგეგმავთ. ვიზიტის დროს ამ მიზნის შესაბამის ორმხრივ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ.“
მსგავსი ინფორმაციები
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი დღეს თურქეთს ეწვევა
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი დღეს თურქეთს ეწვევა
მიცოტაკისი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში ჩამოდის
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ოფიციალური ვიზიტით დედაქალაქ ანკარაში ჩამოდის