მთავრობის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა

მთავრობის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა

904176
მთავრობის პრესსპიკერმა განცხადება გააკეთა

მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის მიმდინარეობისას განცხადება გააკეთა და აღნიშნა: " ტერორგანიზაცია YPG-სათვის მიცემულ იარაღს თურქეთის წინააღმდეგ იყენებენ. სირიაში, სადაც არ უნდა იყოს, აფრინის რეგიონში გადატანილი ყველა სახის იარაღის, საბრძოლო მასალის სამიზნე თურქეთია. მათ ვესვრით სადაც ვნახავთ, გავანადგურებთ ან ავიყვანთ." 

ბოზდაღმა ანკარაში ჰოლანდიის ელჩის წასვლის თაობაზე კი აღნიშნა:  "ბოლო ერთი წელია ჰოლანდიას ანკარაში ისედაც ელჩი არ ჰყავს. გამოაცხადეს რომ ოფიციალურად გამოიძახეს ელჩი, რომელიც არც იყო. ეს ჩვენთვის ახალი არ არის. მაგრამ  ჰოლანდიასა თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ შეწყვეტილა." 



მსგავსი ინფორმაციები