ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა TRT-ს

“ანკარა ბრძოლის ველზეც ძლიერია და მოლაპარაკებების მაგიდაზეც“

899861
ჩავუშოღლუმ ინტერვიუ მისცა TRT-ს

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუტ ჩავუშოღლუმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს და შეფასება მისცა რა სირიის აფრინის რეგიონში ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებულ ზეთისხილის რტოს ოპერაციას, თქვა, რომ ანკარა ძალიან ძლიერია როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდაზეც.

მისივე თქმით აფრინის ოპერაციას თურქ ჯარებთან ერთად წარმატებით აგრძელებენ თავისუფალი სირიის არმიის დანაყოფებიც და მრავალი დასახლება და სტრატეგიული მაღლობი იგდეს რა ხელთ, ფაქტიურად აფრინი ალყაში მოაქციეს და ნელ ნელა მიიწევენ მისი ცენტრისკენ.

“როგორც ევფრატის ფარის ოპერაციის დროს, ახლაც, ტერორისტებისგან გათავისუფლებულ ადგილებს თვით მათ მცხოვრებლებს გადავცემთ და მათში უზრუნველვყოფთ საკუთარ კერებში დაბრუნებული მოსახლეობის უსაფრთხოებას“, განაცხადა ჩავუშოღლუმ და ხაზი გაუსვა, რომ აფრინის ოპერაცია საერთაშორისო სამართლის ფარგლებში ტარდება და სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას ემსახურება.

იგი შეეხო ზეთისხილის რტოს დასრულების ვადასაც და თქვა, რომ ბრძოლები ძალიან არა ხელსაყრელ ამინდში და არა ხელსაყრელ გეოგრაფიულ გარემოში მიმდინარეობს და ამიტომ ზუსტი თარიღის დასახელება უძნელდება.

მანვე დადებითი შეფასება მისცა სოჭში დაწყებულ სირიის ხალხთა დიალოგის კონგრესს და იმედი გამოთქვა, რომ მასზე ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებიც ხელს შეუწყობენ სირიაში გამჭვირვალე პოლიტიკური პროცესის შექმნას და ამასთან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგმება ახალი არჩევნებისთვის მზადების გზაზე



მსგავსი ინფორმაციები