თურქეთის გენშტაბმა აფრინის ოპერაციის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

ლიკვიდირებულია 394 ტერორისტი

898200
თურქეთის გენშტაბმა აფრინის ოპერაციის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა
ZEYTIN DALI OPERASYONU (26).jpg

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მხრიდან დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის აფრინის რეგიონში, ქურთი ტერორისტების წინააღმდეგ 20 იანვარს დაწყებული ზეთისხილის რტოს ოპერაციის აქეთ საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავებით, ტერორისტების 340 სამიზნე იქნა განადგურებული, მათ შორის თავშესაფრები, საცეცხლე წერტები, არსენალები, სამხედრო მანქანები და ა.შ. ხოლო ამის პარალელურად ლიკვიდირებულ იქნა 394 ტერორისტი.

ამავე ცნობით PKK/KCK/PYD-YPG და DEAŞ-ელებთან ბრძოლაში დაიღუპა 3 თურქი ჯარისკაცი, 30 დაიჭრა და მათ შორის არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“რაც შეეხება ტერორისტების წინააღმდეგ მებრძოლ სირიის თავისუფალ არმიას, რომელსაც მხარს უჭერს თურქეთი, მან სულ 13 წევრი დაკარგა, 24 კი დაიჭრა და მათ შორის არ არიან მძიმედ დაჭრილები. აფრინის ოპერაცია ტარდება თურქეთის საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს, განსაკუთრებით, ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართული  და 2005 წელს მიღებული 1624 ნომრიანი, 2014 წელს მიღებული 2170 ნომრიანი და 2014 წელს მიღებული 2178 ნომრიანი რეზოლუციების და კიდევ გაეროს კონვენციის 51-ე მუხლის საფუძველზე“, ხაზგასმულია გენშტაბის განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები