ჩავუშოღლუმ აფრინის ოპერაცია ტელეარხ France 24-თან შეაფასა

ჩავუშოღლუმ აფრინის ოპერაცია ტელეარხ France 24-თან შეაფასა

897051
ჩავუშოღლუმ აფრინის ოპერაცია ტელეარხ France 24-თან შეაფასა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, სირიის ქალაქ აფრინში მიმდინარე ოპერაცია ფრანგულ ტელეარხ, France 24-თან მიცემულ ინტერვიუში შეაფასა. მან განაცხადა, რომ ტერორისტებს თურქეთის საზღვრების მიმართ მუქარის უფლებას არ მისცემენ. მისივე თქმით რეგიონის მოსახლეობა აღნიშნული ოპერაციით კმაყოფილია. „ოპერაციის სამიზნე  რეგიონის ქურთები არ არიან. ჩვენს ქვეყანაშიც ცხოვრობენ ქურთი ხალხი. აფრინში მცხოვრები ქურთები, თურქმენები და არაბები ამ ოპერაციებით კმაყოფილი არიან,“ განაცხადა ჩავუშოღლუმ. თურქმა მინისტრმა ინტერვიუს დროს აფრინის შემდეგ შესაძლო მუნბიჩის ოპერაციასაც შეეხო და განაცხადა, რომ საფრთხე საიდანაც იქნება ოპერაციასაც იქ განახორციელებენ. „თურქეთი საფრთხეს სადაც შენიშნავს, მის აღკვეთაში ვალდებულია. მათ უკან რომელი ძალა იქნება ამას ჩვენთვის აზრი არ აქვს,“ ხაზგასმით აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. მან ბოლოს ტერ ორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს  მხარდამჭერი ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.



მსგავსი ინფორმაციები