ერდოღანმა და ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

ერდოღანმა და ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

896531
ერდოღანმა და ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამერიკის მოთხოვნით გამართული სატელეფონო საუბრის მთავარ თემას თურქეთის მიერ სირიის აფრინის რეგიონში დაწყებული ოპერაცია "ზეთისხილის რტო" წარმოადგენდა.
პრეზიდენტის პრესცენტრის ცნობით, ერდოღანმა თანამოსაუბრეს განუცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებში, საჭიროა სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს სირიის განშტოება PYD /YPG-სათვის იარაღით მხარდაჭერის შეწყვეტა.

ამავე წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ოპერაცია "ზეთისხილის რტო" საერთაშორისო სამართლის საფუძველზე და გაეროს პირობების 51-ე მუხლით მინიჭებული თავდაცვის უფლების გამოყენებით და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე გადაწყვეტილებების შესაბამისად ტარდება.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის მიზანია საკუთარი უსაფრთხოებისთვის აფრინის ტერორისტული ელემენტებისგან გაწმენდამდა.

ლიდერებმა აღნიშნეს, რომ სირიისა და ორმხრივ საკითხებზე, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის და ახლო კონტაქტების გაგრძელება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ , #ერდოღანი , #ტრამპი

მსგავსი ინფორმაციები