პრემიერი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა
მათ აფრინის ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაციები მისცათ
პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აფრინის ოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაციები მისცათ თურქეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.
ამ მიზნით მან წუხელ ჩანქაიას რეზიდენციაში მიიღო ნაციონალური მოძრაობის პარტიის, MHP-ს თავმჯდომარე დევლეთ ბაჰჩელი და უთხრა, რომ ზეთისხილის რტოს ოპერაცია მიზნად ისახავს რეგიონში მშვიდობის, სიმყუდროვის და სტაბილურობის ჩამოყალიბებას.
ბაჰჩელის განცხადებით კი, ეს არის ერთის მხრივ დიპლომატიურად და მეორეს მხრივ ტაქტიკურად კარგად დაგეგმილი სამხედრო ოპერაცია, რომელსაც მრავლისმომცველი სახელწოდება დაარქვეს და ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე, მისი პარტია ამ საკითხში ხელისუფლების გვერდით დგას.
ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერი, გერმანიაში ვიზიტად მყოფ მთავარი ოპოზიციური, რესპუბლიკური სახალხო პარტიის, CHP-ს თავჯდომარე ქემალ ქილიჩდაროღლუს ტელეფონით დაუკავშირდა და ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაციები მისცა. ქილიჩდაროღლუმაც ამ ოპერაციაში გამარჯვება უსურვა თურქულ ძალებს