პკკას თავდასხმა აფრინის საავადმყოფოებზე

აზეზის რაიონში სეპარატისული ტერ-ორგანიზაცია PYD/PKK მხრიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი

891884
პკკას თავდასხმა აფრინის საავადმყოფოებზე

სირიის აფრინის რეგიონთან დაკავშირებულ აზეზის რაიონში სეპარატისული ტერ-ორგანიზაცია PYD/PKK მხრიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად დაშავდა 12 ადამიანი. თურქეთის სასაზღვრო აზეზეს რაიონის ფსიქიატრიულ და სამშობიარო საავადმყოფოებზე ცეცხლის გახსნა მოხდა ადგილობრივი დროით 01.00 საათზე.

ფსიქიატრიული საავადმყოფოს უფლებამოსილების ინფორმაციებით, დაშავდა 12 პაციენტი, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილები გადაიყვანეს ახლო მდებარე საავადმყოფოებში. ფსიქიატრიულმა საავადყოფომ, სადაც 200 ავადმყოფი გადის მკურნალობას, დიდი დაზიანება განიცადა.   

ტერ-ორგანიზაციამ, ერთდროულად მოახდინა აზეზეს სამშობიაროზე თავდასხმაც. აფრინიდან გატყორცნილი ნაღმტყორცნის ჭავლი დაეცა საავადმყოფოს ახლოს, თავდასხმაში არ ჰქონია ადგილი სიკვდილის და დაჭრის შემთხვევას.

აზეზის უსაფრთხოების უფლებამოსილების განცხადებით ბოლო წლებში გაიზარდა აფრინიდან აზეზის სამოქალაქოებზე ნაღმტყორცნებით და არტილერიით თავდასხმები.



მსგავსი ინფორმაციები