ელვანი შეხვდა სენეგალის სახელმწიფო მეთაურს

სენეგალში მყოფი განვითარების მინისტრი ლუთფუ ელვანი მიიღო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მაკკე სალმა

891934
ელვანი შეხვდა სენეგალის სახელმწიფო მეთაურს

ოფიციალურ ვიზიტად სენეგალში მყოფი განვითარების მინისტრი ლუთფუ ელვანი მიიღო ამ ქვეყნის პრეზიდენტმა მაკკე სალმა.

შეხვედრა ჩატარდა დახურულ კარს მიღმა. შემდეგ, ლუთფუ ელვანი შეხვდა „მზარდი სენეგალის“ გეგმის პასუხისმგებელ მინისტრს ჩეიკ კანტეს. სამინისტროს შენობაში გამართულ შეხვედრაზე ელვანმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობა სენეგალში შეიძლება ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ჯანმრთელობისა და სამთოს მსგავს რიგ მნიშვნელოვან სფეროებში.

გარდა ამისა, სენეგალში მხარეებს შეუძლიათ ერთობლივი მუშაობა განვითარების გეგმის საკითხში. შემდეგ, ელვანმა სენეგალის დედაქალაქ დაკარში გახსნა თურქეთის განათლების ფონდი.



მსგავსი ინფორმაციები