ისპარტაში სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

შეჰიდი გახდა ორი პილოტი და ერთი ტექნიკოსი

890516
ისპარტაში სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი ჩამოვარდა

ქალაქ ესქიშეჰირიდან წვრთნების მიზნით აფრენილი CASA  ტიპის სასწავლო-საწვრთნელი თვითმფრინავი,  ისპარტის ოლქის,  იალვაჩის და ჩაის რაიონებს შორის ჩამოვარდა, რა დროსაც თვითმფრინავში მყოფი ორი პილოტი და ერთი ტექნიკოსი შეიდი გახდნენ. თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული თვითმფრინავი რადარებიდან ადგილობრივი დროით 12:50 საათზე გავიდა რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ამავე განცხადების მიხედვით, თვითმფრინავის ნანგრევებს და დაღუპულების ცხედრებს უკვე მიაგნეს.  



მსგავსი ინფორმაციები