თურქეთმა დაგმო ბაღდადის თავდასხმა

თურქეთმა დაგმო ბაღდადის თავდასხმა

889075
თურქეთმა დაგმო ბაღდადის თავდასხმა

თურქეთმა მწვავედ დაგმო გუშინ ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი ორმაგი თვით მკვლელური თავდასხმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში მწუხარება გამოითქვა თავდასხმის გამო, რომელმაც მრავალი ადამიანის სიკვდილი, დაშავება გამოიწვია და აღინიშნა:-თურქეთი მწვავედ გმობს მუხანათურ ტერ-აქტს, იზიარებს მეგობარი და მეზობელი ერაყელი ხალხის მწუხარებას, თანაგრძნობას უცხადებს მათ და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს დაჭრილებს. თურქეთი ტერორიზმის წინააღმდეგ  ბრძოლას გააგრძელებს ერაყელ ხალხთან და მთავრობასთან სოლიდარობით. შეგახსენებთ, რომ ბაღდადის ცენტრალურ თაიარანის რეგიონში მომხდარ ორმაგ თვითმკვლელურ თავდასხმაში დაიღუპა 25 და დაშავდა 90 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები