ერდოღანი: „ტერორისტულ არმიას დაბადებამდე გავანადგურებთ“

ერდოღანი: „ტერორისტულ არმიას დაბადებამდე გავანადგურებთ“

888707
ერდოღანი: „ტერორისტულ არმიას დაბადებამდე გავანადგურებთ“

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, ანკარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე მონაწილეობის დროს, აშშ-ს მხრიდან სირიის ჩრდილოეთით ჩამოსაყალიბებელი 30 ათას კაციანი თითქოს და საზღვრის დაცვის დანაყოფის შექმნაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სანამ აშშ-ს მიერ ჩამოსაყალიბებელი ტერორისტული არმია დაკომპლექტდება, მას, მანამდე გაანადგურებენ.  მან სიტყვით გამოსვლისას ასევე განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება, თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს და ამიტომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთა PYD/YPG-ს კონტროლში მყოფ აფრინის და მუმბიჩის რეგიონებში ოპერაციებს უეცრად დაიწყებენ. მისივე თქმით ზოგიერთ წრეებს თურქეთის განვითარება საგრძნობლად აწუხებთ და მის  წინააღმდეგ გამოსასვლელად ყველა ღონეს ხმარობენ. „აშშ-ს მხარდაჭერით  PKK/PYD ჩვენ გვემუქრება, რითაც ჩვენი  თავიან ნაჭუჭში ჩართვა სურთ. ყველამ ერთად მოდით, ყველას შესაბამის პასუხს გაგცემთ. ჰაუბიცებით ვბომბავთ და ასე გავაგრძელებთ მათ განადგურებამდე. რაც არ უნდა გააკეთონ დასახულ მიზნებს ვერ დაგვაშორებენ. შენს (აშშ) მიერ შექმნილი 30 ათას კაციანი ჯარი შენ საჭიროებისამებრ ვერ წარგადგენს და ამით სტრატეგიული პარტნიორის წინაშეც შერცხვები. ჩვენ ყველა ჩვენ მოკავშირეს ვაფრთხილებთ, ტერორისტებსა და ჩვენს შორის ნუ ჩადგებით, რადგან, არასასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას და მისი პასუხისმგებელი ჩვენ არ ვიქნებით. აშშ-ს მოვუწოდებთ სიტყვიერ თამაშს თავი დაანებოს და ნამდვილი მიზანი გააჟღეროს. აშშ ამ ქმედებით ტერორის არმიის შექმნას ცდილობს. ჩვენ კი ვალდებული ვართ, რომ ეს ტერორის არმია დაკომპლექტებამდე გავანადგუროთ,“ განაცხადა ერდოღანმა. მან ბოლოს ისიც დასძინა, რომ აფრინს და მემბიჩს ტერორისტებისგან მოკლე დროში გაწმენდენ.



მსგავსი ინფორმაციები