თურქეთის გარეშე გადადგმული ყველა ნაბიჯი წარუმატებელი იქნება

თურქეთის გარეშე გადადგმული ყველა ნაბიჯი წარუმატებელი იქნება

887691
თურქეთის გარეშე გადადგმული ყველა ნაბიჯი წარუმატებელი იქნება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, ბინგოლში  სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მე-6 კონგრესზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ თურქეთის სენსიტიურობის გარეშე გადადგმული ყველა ნაბიჯი წარუმატებელი იქნება. მან სიტყვით გამოსვლისას ასევე ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია პარალელური სახელმწიფო სტრუქტურის (FETÖ/PDY) წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა: „თურქეთის დანაწევრებას ვერცერთი ძალა ვერ შესძლებს. თქვენი თვალით ხედავთ წარმატებას ვერ აღწევენ, ვერც მიაღწევენ. მათ 2016 წლის 15 ივლისს ჩვენი ერის დამორჩილება, დაშინება ვერ მოახერხეს. ჩვენმა ხალხმა მიუხედავად სიკვდილის საშიშროების, დამოუკიდებლობა მაინც დაიცვა.“ პრეზიდენტმა ბინგოლში სიტყვით გამოსვლის დროს ასევე განაცხადა, რომ ჩაგრულებსაც პატრონობენ. „იერუსალიმს ვაპატრონეთ. რა მოხდა გაეროში, მსოფლიომ ჩვენს გვერდით დადგა. ჩვენ კი ამისათვის ყველაფერი გავაკეთეთ. რაც შეეხება თურქეთის უსაფრთხოებას ამ საკითხთან დაკავშირებითაც ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენი უსაფრთხოების ძალები მათ, ვინც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზიანის მიყენებას დააპირებს, შესაბამის პასუხს აუცილებლად  გასცემენ,“ განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები