თურქეთი საბერძნეთს ზეწოლის დასრულებას თხოვს

თურქეთი საბერძნეთს ზეწოლის დასრულებას თხოვს

885892
თურქეთი  საბერძნეთს ზეწოლის დასრულებას თხოვს

თურქეთი, საბერძნეთს, დასავლეთ თრაკიაში  არჩეულ მუფთზე იურიდიული ზეწოლის დასრულებას თხოვს.   საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბერძნეთის პარლამენტში მიღებული კანონმდებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული კანონმდებლობა დასავლეთ თრაკიაში მუსლიმან თურქ უმცირესობებს ისლამის კანონმდებლობასთან ერთად საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსის გამოყენებასაც აიძულებს. საბერძნეთის პარლამენტის მიერ 9 იანვარს დამტკიცებული კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ, თურქ უმცირესობებს შორის შეუთანხმებლობა მოხდება, მათ საბერძნეთის სამოქალაქო კოდექსის გამოყენებას აიძულებს. ეს კანონი ასევე არჩეული მუფთის უფლებებსაც ზღუდავს. „აღნიშნული კანონი, დასავლეთ თრაკიაში წარმოშობით თურქი უმცირესობების მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეტანილი სარჩელის საფუძველზე იქნა მომზადებული. ამ კანონით საბერძნეთი არჩეულ მუფთს არ ცნობს. მსგავს საკითხთან დაკავშირებით,  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ, საბერძნეთი მრავალჯერ დაადანაშაულა. ამიტომ, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ საბერძნეთი წარსულიდან მაგალითს აიღებს და არჩეულ მუფთზე იურიდიულ ზეწოლას დაასრულებს,“ ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები