პრემიერი სიტყვით გამოვიდა იუსტიციის საბჭოზე

სააპელაციო სასამართლოს რაოდენობა გაიზრდება

885384
პრემიერი სიტყვით გამოვიდა იუსტიციის საბჭოზე

 

პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი სიტყვით გამოვიდა იუსტიციის საბჭოზე და თქვა, რომ სამოქალაქო სასამართლოებში ამჟამად მოქმედი 9 სააპელაციო სასამართლოს რაოდენობას უახლოეს ხანებში 15-მდე აიყვანენ.

მისივე თქმით, სასამართლოებისადმი ნდობის გაზრდისა და სასამართლო პროცესების დაჩქარების მიზნით, უახლოეს მომავალში რეფორმების ახალი პაკეტს მოამზადებენ და დასამტკიცებლად წარუდგენენ დიდ ეროვნულ მეჯლისს.

"სასამართლო სისტემას უდიდესი ზიანი მიაყენეს ამ სისტემაში ჩაბუდებულმა ფეტოელებმა, რომლებმაც ფაქტიურად თავიანთი ორგანიზაციის ავი ზრახვების განსახორციელებლად გამოიყენეს ეს სისტემა და შედეგად, სასამართლო ორგანოები არა სანდო ორგანიზაციების სიაში შევიდნენ. ახლა ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა გამოვიჩინოთ, ისეთი რეფორმები უნდა გავატაროთ, რომ სასამართლოებისადმი და მართლმსაჯულებისადმი ნდობა აღდგეს და მათი რეპუტაცია ახლიდან გაიზარდოს. მე მტკიცედ მჯერა, რომ სამართლიანობის ბალანსის დაცვით ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ ", განაცხადა ილდირიმმა



მსგავსი ინფორმაციები