სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

თურქ სამხედროებს 5 ტერორისტი დანებდათ

884060
სეპარატისტების წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება

 

თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის კუთვნილი ინტერნეტ გვერდიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჰაქქარის ოლქის შირნაქის რაიონში თურქ ჯარებს სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას წევრი 5 ტერორისტი დანებდათ, ხოლო ამავე რაიონში გაუვნებელყოფილ იქნა 1 ხელნაკეთი ბომბი.

ამავე ინფორმაციით, იუქსეკოვას რაიონში სამხედროებმა ხელთ იგდეს ერთი ცალი კალაშნიკოვის ავტომატი, 2 ხელყუმბარა და 1182 ცალი კარტრიჯი. “გარდა ამისა, მარდინისა და ბინგოლის რეგიონებში საპატრულო ჩხრეკის დროს აღმოჩენილ იქნა 1 ცალი ბიქსის მარკის ავტომატი, 5 სარაკეტო საბრძოლო იარაღი, 5 ხელყუმბარა, 850 კარტრიჯი, დოჩკას მარკის ანტისარაკეტო სისტემა და 79 რაკეტა, ასევე მრავალი სხვა საბრძოლო და ასაფეთქებელი ნივთიერებები“, აღნიშნულია ამ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები