თურქმა ხალხმა მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა

თურქმა ხალხმა მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა

880223
თურქმა ხალხმა მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა

ტუნისში მოქმედი „ნაჰდა“-ს მოძრაობის ლიდერმა და ექსპრემიერმა,   რაშიდ ალ-განუშიმ განაცხადა, რომ 2016 წლის 15 ივლისს, თურქმა ხალხმა გადატრიალების მცდელობის დროს მსოფლიოს დემოკრატიის გაკვეთილი ჩაუტარა. განუშიმ გაზეთ „Sabah“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში,  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) გადატრიალების მცდელობას შეეხო და აღნიშნა, რომ თურქეთმა  ხაფანგები გაარღვია. „15 ივლისს თურქმა ხალხმა,  ჩვენ თავისუფალი ხალხის დესპოტიზმზე დაუმორჩილებლობის ნათელი მაგალითი გვიჩვენა,“ განაცხადა განუშიმ. მან ინტერვიუს დროს ასევე განაცხადა, რომ როდესაც გაიგო გადატრიალების მცდელობის შესახებ, პრეზიდენტ ერდოღანის ერთ-ერთ მრჩეველს დაუკავშირდა. „ისტორიული ღამე იყო. ღმერთს მადლობა ქვეყნის და ხალხის სასარგებლოდ წარმატებით დასრულდა. ჩვენი თვალით ვიხილეთ ახალგაზრდა-მოხუცი, ქალი-მამაკაცი თუ როგორ იცავდა მის ქვეყანას,“ განაცხადა  „ნაჰდა“-ს მოძრაობის ლიდერმა. განუშიმ ინტერვიუს დროს გასული წლის 6 დეკემბერს, აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების საკითხსაც შეეხო და დასძინა, რომ თურქეთის და ერდოღანის  ლიდერობით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. მან ბოლოს, სტამბოლში საგანგებოდ მოწვეული, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის შეკრებაზე არ დამსწრე არაბული ქვეყნების ლიდერებიც გააკრიტიკა და მათი ასეთი საქციელი ღალატის მკაფიო ნიშნად შეაფასა.  



მსგავსი ინფორმაციები