ერდოღანმა გაეროს გადაწყვეტილება შეაფასა

ერდოღანმა გაეროს გადაწყვეტილება შეაფასა

874368
ერდოღანმა გაეროს გადაწყვეტილება შეაფასა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დღეს, ჰაქქარის ოლქში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს, გაეროს იერუსალიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა, რომ ამერიკამ დოლარებით მსოფლიოს ნება ვერ შეისყიდა. მისივე თქმით, აშშ-მ, რომელმაც იერუსალიმი ცალმხრივად გამოაცხადა ისრაელის დედაქალაქად, გაეროსგან შესაბამისი პასუხი მიიღო. პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, პკკ-ც იარაღის და შანტაჟის გამოყენებით ხალხის ნებაზე ემბარგოს დაწესებას ცდილობდა, მაგრამ მოსახლეობამ  და სამართალდამცველებმა ტერორისტებს  შესაბამისი პასუხი გასცა.



მსგავსი ინფორმაციები