ერდოღანი შტაინმაიერს და აბბასს ტელეფონით ესაუბრა

ერდოღანი შტაინმაიერს და აბბასს ტელეფონით ესაუბრა

874108
ერდოღანი  შტაინმაიერს და აბბასს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და პალესტინის სახელმწიფოს მეთაურ, მაბმუდ აბბასს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს, გაეროს დამოკიდებულება და აშშ-ს იერუსალიმთან დაკავშირებით არაკანონიერი გადაწყვეტილება იქნა შეფასებული.  მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დროს, გაეროში მიღებული გადაწყვეტილების რეგიონის სიმშვიდისათვის და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით მნიშვნელობაზეც იქნა ხაზი გასმული. ერდოღანმა თავის გერმანელ კოლეგასთან საუბრის დროს, გერმანიის  და სხვა ევროპის ქვეყნების იერუსალიმთან დაკავშირებით დამოკიდებულებისადმი მადლიერება გამოთქვა. ერდოღან-შტაინმაიერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ასევე ქვეყნებს შრის თანამშრომლობის საკითხებიც იქნა განხილული. მეორეს მხრივ, ერდოღან-აბბასს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს კი თურქმა ლიდერმა, აშშ-ს იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ მსოფლიოს დამოკიდებულებისადმი კმაყოფილება გამოთქვა და პალესტინის საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო არენაზე კოორდინირებულად ძალისხმევაზეც დადო პირობა.



მსგავსი ინფორმაციები