ერდოღანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

განიხილეს აქტუალური საკითხები

873783
ერდოღანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს და თურქმა პრეზიდენტმა  მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური ასამბლეის გუშინდელ კენჭისყრაზე, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხრიდან 6 დეკემბერს იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი რუსეთის მიერ უარყოფითი ხმის მიცემის გამო, რითაც ტრამპის ეს გადაწყვეტილება ფაქტიურად ბათილად იქნა ცნობილი.

საუბრის დროს ლიდერებმა ასევე ორმხრივ ურთიერთობები, აქტუალური რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები და ენერგეტიკული გარიგებებიც განიხილეს, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები