„იერუსალიმი ჩვენი თვალის ჩინი, პირველი ყიბლე და წითელი ხაზია“

ერდოღანმა ამერიკის მიერ იერუსალიმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

864893
„იერუსალიმი ჩვენი თვალის ჩინი, პირველი ყიბლე და წითელი ხაზია“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის  თქმით, აშშ-ს იერუსალიმისადმი მიღებული გადაწყვეტილება, საერთაშორისო სამართლის, სინდისის, სამართლიანობისა და რეგიონის რეალობას არ შეესაბამება. მან ამის შესახებ, თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის მიერ „ინოვაცია და მეწარმეობის კვირეული“  სახელწოდების პროგრამის დახურვის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ამჟამად პოლიციის და ყველა ძალებით ბავშვებზე და ახალგაზრდებზე ტერორისტულ თავდასხმას ახორციელებენ. ანალოგიურად იქცევიან F16-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით ღაზას მიმართულებით. რატომ? იმიტომ რომ მე ვარ ძლიერი,“ განაცხადა ერდოღანმა და დაამატა: „ამით ყველაზე დიდი დარტყმა გაეროსთვის იქნა მიყენებული, რომლის წევრი ამერიკაც გახლავთ. ამერიკამ იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით  1980 წელს,  გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული №478 კანონი დაარღვია.“  თურქეთის პრეზიდენტმა ბოლოს იმასაც გაუსვა ხაზი, რომ იერუსალიმის უფლებები 1967 წლიდან მოყოლებული ყოველგვარი სამართლის გარეშე დამპყრობელ ქვეყანაზეა გადაცემული რა, იერუსალიმს არავის დაუთმობენ, რადგან, იგი მათი თვალის ჩინი, პირველი ყიბლე და წითელი ხაზია.



მსგავსი ინფორმაციები