თურქი პრემიერი სამხრეთ კორეას ეწვია

მისი ეს ვიზიტი 2 დღიანია

861261
თურქი პრემიერი სამხრეთ კორეას ეწვია

თურქეთის პრემიერმინისტრი ბინალი ილდირიმი 2 დღიანი ვიზიტით ეწვია სამხრეთ კორეას.

პირველი გაჩერება მას ქალაქ ბუსანში ჰქონდა, სადაც ყვავილების გვირგვინით შეამკო გაეროს მხრიდან ამ ქალაქში, კორეის ომში დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოთ აგებული მონუმენტი,  შემდეგ იქვე მდებარე თურქ შეჰიდთა საფლავებიც მოინახულა.

ილდირმი აქედან დედაქალაქ სეულს ეწვევა და პირველ ოფიციალურ შეხვედრას მას თავისი სამხრეთ კორეელი კოლეგა ლეე ნაკ-იონი მოუწყობს, შემდეგ კი თურქ სტუმარს ამ ქვეყნის პრეზიდენტი მოონ ჟაე-ინი და ეროვნული პარლამენტის თავჯდომარე ჩუნგ სი კიუნი მიიღებენ.

ამ შეხვედრების მთავარი განსახილველი თემები ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების განვითარება იქნება.

თურქი პრემიერი სეულში კორეელ ინვესტორებსაც შეხვდება და მათ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციების გაზრდისკენ მოუწოდებს



მსგავსი ინფორმაციები