PYD/YPG-სათვის მიცემული ყველა იარაღი თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

PYD/YPG-სათვის მიცემული ყველა იარაღი თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

858199
PYD/YPG-სათვის მიცემული ყველა იარაღი თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა,  სტამბოლში გამართულ მე-8 ბოსფორის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა PYD/YPG-სათვის მიცემული ყველა იარაღი თურქეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „დღემდე ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ YPG-სა და PYD-სთვის მიცემულ მხარდაჭერას ტერ ორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ საბრძოლველად ახორციელებდნენ. ახლა კი ეს საშიშროება რადგან აღარ არის, საჭიროა PYD, YPG-სთან კავშირი შეწყვიტონ,“ განაცხადა იბრაჰიმ ქალინმა.  პრეზიდენტის პრესსპიკერმა სიტყვით გამოსვლისას ასევე 24 ნოემბერს ერდოღან-ტრამპს შორის გამართულ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტრამპმა, ერდოღანს ნათლად განუცხადა, რომ ამის შემდეგ PYD-YPG-ს იარაღი აღარ უნდა მიაწოდონ, მაგრამ ერთი დღის შემდეგ პენტაგონიდან გაკეთებულმა განცხადებამ მათში დიდი განცვიფრება გამოიწვია. მან ბოლოს ასევე დასძინა, რომ PYD/YPG-სათვის მიცემული ყველა იარაღი, პკკ-ს მეშვეობით თურქეთს უბრუნდება და ეს თურქეთს  საფრთხეს უქმნის, რაც მათთვის მიუღებელია.



მსგავსი ინფორმაციები