ილდირიმის ინტერვიუ BBC-ს

ილდირიმის ინტერვიუ BBC-ს

856125
ილდირიმის ინტერვიუ BBC-ს

ოფიციალური ვიზიტით ინგლისში მყოფმა, თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, BBC-ს ინტერვიუ მისცა და დღის წესრიგთან დაკავშირებით არსებული საკითხები შეაფასა. ილდირიმმა ინტერვიუს დროს, აშშ-ს მხრიდან სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია, პკკ-ს სირიის ფრთა YPG-სთვის მიცემულ იარაღზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არასწორი ქმედებაა. პრემიერმა ასევე გასული კვირის  ერდოღან-ტრამპს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა  თავის ამერიკელ კოლეგას  განუცხადა, რომ აშშ-ს მხრიდან YPG-სთვის მიცემულ იარაღი არასწორი ქმედება იყო. „ჩვენ გაგვიცხადეს, რომ YPG და PYD-სათვის სამხედრო დახმარება DEAŞ-ის წინააღმდეგ უნდა გამოეყენებინათ, გამოიყენეს კიდევაც, DEAŞ-ი უკვე დამარცხებულია, ამიტომაც, ამერიკამ ქურთებთან კავშირი უნდა შეწყვიტოს და იარაღის მიწოდებაც უნდა შეაჩეროს, სწორედ ეს უთხრა ერდოღანმა ტრამპს,“ განაცხადა ილდირიმმა.  ჟურნალისტმა  ილდირიმს გასულ კვირას, სოჭში გამართულ სამთა სამიტის შესახებ ასეთი კითხვა დაუსვა: „ეს გეგმა ასადის მთავრობაში დარჩენაზე მიუთითებს. თქვენს მიერ ამ პროექტისათვის მხარდაჭერა სირიელი ქურთების  მიუკერძოებლობის გამო ხომ არ ხდება? რაზეც ილდირიმმა ასეთი პასუხი გასცა: „ჩვენი პოზიცია ღია და მტკიცეა. ტერორისტულ ქმედებებში მონაწილე ყველა დაჯგუფება, ამ მოლაპარაკებებში ვერ მიიღებს მონაწილეობას.“ თურქეთის პრემიერმა ამერიკიდან, ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადაციის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ აშშ-ს, მისი ექსტრადაციისთვის შესაბამისი მტკიცებულებები გადასცენ. მან ბოლოს 2016 წლის 15 ივლისს FETÖ-ს მხრიდან განხორციელებული სამხედრო გადატრიალების მცდელობაც გაიხსენა და განაცხადა, რომ მოკავშირეებისგან თანაგრძნობას ითხოვენ. ილდირიმმა ბოლოს BBC-ს ჟურნალისტს ასეთი კითხვა დაუსვა: „მსგავსი თავდასხმა  ბუკინგემის სასახლეზე რომ განხორციელებულიყო თქვენ როგორ მოიქცეოდით?“



მსგავსი ინფორმაციები