ჰულუსი აქარი რუსეთს გაემგზავრა

იგი რუს და ირანელ კოლეგებს შეხვდება

851778
ჰულუსი აქარი რუსეთს გაემგზავრა

თურქეთის შეიარაღებული ძალების სარდალი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი სოჭში გაემგზავრა, სადაც თავის რუს და ირანელ კოლეგებთან, ვალერი გერასიმოვთან და მუჰამმედ ბაქირისთან სამთა შეხვედრას გამართავენ და ძირითადად სირიის სამშვიდობო საკითხს განიხილავენ.

როგორც ცნობილია, ხვალ, ამავე ქალაქში სირიის სამი გარანტიორი ქვეყნის, რუსეთის, თურქეთის და ირანის ლიდერების, პუტინის, ერდოღანის და რუჰანის სამიტი გაიმართება და სირიის საკითხთან ერთად რეგიონში მიმდინარე სხვა აქტუალურ მოვლენებს დაუთმობენ ყურადღებას.

ამავე შეხვედრაზე ლიდერები სირიის დაპირისპირებულ მხარეთა მონაწილეობით რუსეთში დაგეგმილ შეხვედრასაც განიხილავენ



მსგავსი ინფორმაციები