კიზილაი ერაყელ დაზარალებულებს ეხმარება

18 ტრაილერი დახმარება უკვე ჩატანილია

847732
კიზილაი ერაყელ დაზარალებულებს ეხმარება

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებამ, ერაყში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარული დახმარებები გაუგზავნა. 

18 ტრაილერში დატვირთული კარვები, ადიალები, საბნები, მედიკამენტები და კვების პროდუქტები, ჰაბურის სასაზღვრო კარიდან ერბილსა და სულეიმანიეში მოქმედ კიზილაის ლოჯისტიკურ ცენტრში ჩაიტანეს რა, აქედან გაუნაწილებენ დაზარალებულებს.

კიზილაის ხელმძღვანელების განცხადებით, ჰუმანიტარული დახმარებებით სავსე კიდევ ათეულობით ტრაილერი მიემართება ერაყისკენ და ასეთ დახმარებებს გააგრძელებენ.

ორშაბათს, ერაყ-ირანის საზღვარზე, რიხტერის შკალით 7,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრიც ერაყის ქალაქ სულეიმანიესთან მდებარეობდა და ყველაზე დიდი მსხვერპლი და ნგრევა ამ ქალაქში მოხდა



მსგავსი ინფორმაციები