თურქეთი მიწისძვრით დაზარალებულებს ყოველგვარ დახმარებას გაუწევს

თურქეთი მიწისძვრით დაზარალებულებს ყოველგვარ დახმარებას გაუწევს

846113
თურქეთი მიწისძვრით დაზარალებულებს ყოველგვარ დახმარებას გაუწევს

თურქეთის პრემიერმინისტრმა, ბინალი ილდირიმმა განაცხადა, რომ ერაყში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ყოველგვარ დახმარებას გაუწევენ. ილდირიმმა მომხდარის შემდეგ წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „ერაყელი ხალხის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად თურქეთი მზადყოფნაშია.“ ამ ფაქტს ვიცეპრემიერი და მთავრობის პრესსპიკერი, ბექირ ბოზდაღიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველგვარი სამაშველო სამუშაოებისათვის და დაშავებულების დასახმარებლად მზადყოფნაშია. ბოზდაღმა მომხდარს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა რა, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მიწისძვრის ფაქტს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამმართველოებიც გამოეხმაურნენ რა, ერაყელ ხალხს ყოველგვარი დახმარებისათვის მზადყოფნა აღუთქვეს. მეორეს მხრივ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის ირანელ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და თურქეთის მომხდართან დაკავშირებით ყოველგვარი დახმარებისათვის მზადყოფნა აღუთქვა რა, მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს სამძიმარი გამოუცხადა.

 ფაქტს პრეზიდენტის პრესსპიკერი, იბრაჰიმ ქალინის გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერაყში მომხდარი 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ, თურქეთის საგანგებო სიტუაციების და კატასტროფების სამმართველო, წითელი ნახევარმთვარის  და სხვა ორგანიზაციები შესაბამისი დახმარებისათვის მზად არიან. მისივე თქმით რეგიონში თურქეთის გენშტაბიც შესაბამის სამაშველო თვითმფრინავს გააგზავნის, რომელიც რეგიონში პრეპარატებს, კარვებს და სხვა საჭირო დახმარებებს ჩაიტანს. სამაშველო თვითმფრინავი ასევე  20 კაციან ჯანდაცვის ეკიპაჟითაც  არის აღჭურვილი.   



მსგავსი ინფორმაციები