ერდოღანის მნიშვნელოვანი ვიზიტები იწყება

ერდოღანის მნიშვნელოვანი ვიზიტები იწყება

846314
ერდოღანის მნიშვნელოვანი ვიზიტები იწყება

დღეს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის რუსეთის ჩათვლით სპარსეთის ყურის ქვეყნების ვიზიტები იწყება. პრეზიდენტი დღეს რუსეთში გაემგზავრება და სოჭში მას თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ  პუტინი მიიღებს. ისინი შეხვედრაზე  ძირითად ყურადღებას ორმხრივ ურთიერთობებს და რეგიონალურ საკითხებს, მათ შორის სირიის სამშვიდობო პროცესს დაუთმობენ. შეხვედრაზე ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები და S-400 საჰაერო თავდაცვის რაკეტების შეთანხმებასაც განიხილავენ. ერდოღანი სპარსეთის ყურის ქვეყნების ფარგლებში, რუსეთიდან  ჯერ კუვეიტს, შემდეგ კი კატარს ეწვევა და ამ ქვეყნების ლიდერებთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოების საკითხებს განიხილავენ. თურქი პრეზიდენტი კატარში მონაწილეობას მიიღებს ორი ქვეყნის უმაღლესი სტრატეგიული კომიტეტის მესამე შეკრებაში.



მსგავსი ინფორმაციები